ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„მეცნიერების კომუნიკაცია და თვითმარკეტინგი“ – თომას რიხტერის ვოკშოპი პოსტდოკებისა და პროფესორებისთვის

ღონისძიებები

25 ივლისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გიოტინგენის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი თომას რიხტერი პოსტოდოქტარანტებისთვის, მკვლევრებისა და პროფესორებისთვის გამართავს ვორკშოპს თემაზე: „მეცნიერების კომუნიკაცია და თვითმარკეტინგი“.

ახლახანს გიოტინგენის უნივერსიტეტში დაიწყო სოციალური მედიის ქსელის გაფართოება და განვითარდა საერთაშორისო კომუნიკაციის სტრატეგიები. ტრენინგი ფოკუსირდება სოციალური მედიის გამოყენებაზე, ღონისძიებებზე და გთავაზობთ ექსპერტულ რჩევებს მეცნიერის კვლევისა და აზრის პოპულარიზაციაზე, კოლაბორაციების შესაძლებლობებსა და საკვლევი პროექტებით გარეშე აუდიტორიის დაინტერესებაზე.

რეგისტრაცია: ადგილიების რაოდენობაა შეზრუდული. წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულოა და მოქმედებს პრიორიტეტის პრინციპი. სარეგისტრაციო ვადის ბოლო დღეა 24 ივლისი 2019, 18:00. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით: https://forms.gle/JNQmQa4d3pXffAPd8

დრო: 25 ივლისი,  ხუთშაბათი, 13:00-16:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები