ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„საზოგადოებასთან ურთიერთობის მნიშვნელობა ახალგაზრდა მეცნიერთათვის“ – თომას რიხტერის ტრენინგი დოქტორანტებისთვის

ღონისძიებები

დოქტორანტებსა და პოსტდოქტორანტებს გეძლევათ შესაძლებლობა დაესწროთ გიოტინგენის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის, თომას რიხტერის ტრენინგს თემაზე: „საზოგადოებასთან ურთიერთობის მნიშვნელობა ახალგაზრდა მეცნიერთათვის“.

კურსის ფარგლებში:

  • ტრენერი მიმოიხილავს მედიასთან ურთიერთობისა და მეცნიერების კომუნიკაციასთან დაკავშირებულ ძირითად ასპექტებს;
  • მონაწილეები შეასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს.

ვის შეუძლია ტრენინგში მონაწილეობა?

ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  სადოქტორო საფეხურის სტუდენტებსა და პოსტდოქტორანტებს.

ტრენინგში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე https://forms.gle/LdypnLnG3hWwcGYN6

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 19 ივლისი, 18:00 საათის ჩათვლით.

ტრენინგით გათვალისწინებული შეხვედრების განრიგი

22 ივლისი, 11:30 – 17:30 საათი

24 ივლისი, 09:30 – 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები