ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

თომას ჰოლცერის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

”რამდენი დამანგრეველი და გლობალური მიწისძვრაა მოსალოდნელი 21-ე საუკუნეში? ” - ასეთი სახელწოდების საჯარო ლექციას 25 ნოემბერს 16.00 საათზე  ილიაუნიში (101 - ე აუდიტორია) დოქტორი თომას ჰოლცერი წაიკითხავს.

დოქტორი ჰოლცერი არის სტენფორდის უნივერსიტეტის კონსულტანტ-პროფესორი, ინჟინერ-გეოლოგი აშშ-ის გეოლოგიის კვლევით ცენტრში, კალიფორნიის შტატში და კონსულტანტ–პროფესორი სტენფორდის უნივერსიტეტში, გეოლოგიის დეპარტამენტში, გარემოს დაცვის მეცნიერებებში. მას მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ მიწისძვრის შემდგომ გამოკვლევაში, ხელმძღვანელობდა კომიტეტს, რომელმაც შეადგინა 2003 წლის მიწისძვრის შემდგომი გამოკვლევების გეგმა.

შეხვედრას დაესწრება აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯონ ბასი.

ბანერები