ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ტიხრული მინანქრის ნიმუშების გამოფენა

ღონისძიებები

შაბათს, 30 იანვარს, 14 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (A კორპუსი, 101-ე აუდიტორია) გაიმართება ავჭალის არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიერ შესრულებული ტიხრული მინანქრის ნიმუშების გამოფენა და საუკეთესოებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრი, ასევე წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, არასამთავრობო ნორვეგიული ორგანიზაცია "ნორლაგის" მხარდაჭერით ახორციელებენ სარეაბილიტაციო პროექტს ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში. კერძოდ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის პედაგოგები დავით ძაგნიძე და გიორგი ქართველიშვილი ასწავლიან არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ტიხრული მინანქრის ხელოვნებას.

ბანერები