


თინათინ კიღურაძის საჯარო ლექცია - ”მულტილინგვური/ბილინგვური განათლების პერსპექტივები საქართველოში”
ღონისძიებები
13 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტის - „ახალი განმანათლებლობა“ - ფარგლებში, პროფესორი თინათინ კიღურაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე -”მულტილინგვური/ბილინგვური განათლების პერსპექტივები საქართველოში”.
ილიაუნის პროექტი - „ახალი განმანათლებლობა“ - ითვალისწინებს სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის საჯარო ლექციების კურსს. კურსისთვის შერჩეულია საზოგადოებრივ-გლობალურ საკითხებთან დაკავშირებული თემები, რომლებიც ფარავს სამეცნიეროაღმოჩენებს და ტექნოლოგიურ მიღწევებს, კულტურას, განათლებას, პოლიტიკას და გარემოს დაცვის აქტუალურ საკითხებს. ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები კითხულობენ. ლექციების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებასეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს თემატურ დისკუსიაში.
ლექციის ჩატარების დრო: 13 თებერვალი, 16:00 საათი
ხანგრძლივობა: 1 საათი (ლექციის შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია)
ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. 32)