
ღონისძიებები
15 მარტი, 2025

ღონისძიებები
7 მარტი, 2025

ღონისძიებები
16 მარტი, 2025
ვორკშოპი „მშვიდობის მშენებლობა და სამშვიდობო აქტივიზმი“
ღონისძიებები
19 მარტს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება პროექტის „კურიკულუმის რეფორმა სამშვიდობო განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში“ (PeaceEdu) ვორკშოპი „მშვიდობის მშენებლობა და სამშვიდობო აქტივიზმი“.
ვორკშოპის მონაწილეებს ვთავაზობთ:
- ინფორმაციის გაცნობას შემდეგ საკითხებზე: მშვიდობის მშენებლობა, სამშვიდობო განათლება, კონფლიქტების ტრანსფორმაცია და სამოქალაქო ჩართულობა;
- საკუთარი როლის აღმოჩენასა და გაცნობიერებას მშვიდობის მშენებლობის პროცესში;
- მომზადებას საზოგადოებაში სამშვიდობო ინიციატივების წამოსაწყებად;
- მომავალ სამშვიდობო ღონისძიებებში ჩართვის შესაძლებლობას.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
- საბაკალავრო-სამაგისტრო ან საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს;
- მშვიდობის მშენებლობით, ახალგაზრდული აქტივიზმითა და სოციალური ცვლილებებით დაინტერესებულ სტუდენტს;
- პროექტთან თანამშრომლობის გაგრძელებით დაინტერესებულ სტუდენტს, რომელსაც სურს ჩაერთოს სხვა სამშვიდობო ინიციატივებში, დაგეგმოს და მოამზადოს ღონისძიებები და იმუშაოს სტუდენტებთან, მოსწავლეებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან.
დაინტერესების შემთხვევაში მიჰყევით ბმულს და შეავსეთ განაცხადი: https://forms.gle/X7W29gjc7zGvuNKA8
განაცხადში მითითებული უნდა იყოს:
- სტუდენტის სახელი და გვარი
- კურსი
- პროგრამა, რომელზეც სწავლობს
- საკონტაქტო მეილი
ვორკშოპის დღის წესრიგი:
- 14:00-14:15 – მისალმება, გაცნობა
- 14:15 -14:30 – პრეზენტაცია „მშვიდობის მშენებლობა და სამშვიდობო აქტივიზმი“
- 14:30-15:30 – მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება და დისკუსია „რა არის მშვიდობიანი საზოგადოება? მოქალაქის როლი მშვიდობიანი საზოგადოების მშენებლობასა და განმტკიცებაში“
- 15:30-16:00 – ჩართულობის პერსპექტივები, შეჯამება, დახურვა
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 19 მარტი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1
2025