ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

თინათინ კახნიაშვილის საჯარო ლექცია ილიაუნის სამეცნიერო კაფეში

30 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორ თინათინ კახნიაშვილთან.
 
შეხვედრის თემაა: ჰიდრო და მაგნიტოჰიდროდინამიკური ტურბულენტობა ადრეულ სამყაროში - გენერაცია, ევოლუცია და დაკვირვებითი გამოვლინებები.

ლექციაზე მომხსენებელი განიხილავს პირველადი ტურბულენტობის წარმოშობას ადრეულ სამყაროში, ტურბულენტობის სხვადასხვა კლასს (რიცხვით მოდელირებაზე დაყრდნობით) და ჰიდრო და მაგნიტოჰიდროდინამიკური ტურბულენტობის ევოლუციას სამყაროს გაფართოების პროცესში. დასასრულს მიმოიხილავს პირველადი ტურბულენტობის დაკვირვებით გამოვლინებებს და ადრეულ სამყაროში მიმდინარე პროცესებისა და პარამეტრების შეზღუდვას კოსმოსური მაგნიტური ველების პირდაპირი და არაპირდაპირი დაკვირვებების მეშვეობით.

დრო: 30 მაისი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები