ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

თინათინ კახნიაშვილის საჯარო ლექცია: გრავიტაციული ტალღები - ფანჯარა სამყაროში

ღონისძიებები

12 აპრილს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორთან, თინათინ კახნიაშვილთან.

შეხვედრის თემაა: გრავიტაციული ტალღები - ფანჯარა სამყაროში

2015 წლის 14 სექტემბერს განხორციელდა გრავიტაციული ტალღების დეტექტირება LIGO (Laser Interfometer Gravitational-wave Observatory) საერთაშორისო კოლაბორაციის ორ დეტექტორზე (განლაგებულია აშშ-ში). ამ აღმოჩენით დაიწყო ახალი ერა ასტრონომიასა და გრავიტაციულ ფიზიკაში - გრავიტაციული ასტრონომიის ეპოქა. გრავიტაციული ტალღების დეტექტირება ისეთივე რანგის მოვლენაა მეცნიერების ისტორიაში, როგორც გალილეო გალილეის მიერ პირველი ტელესკოპის გამოყენება. გრავიტაციული ტალღების ასტრონომია საშუალებას მოგვცემს, დავაკვირდეთ სამყაროს დაბადებას და აღვადგინოთ ადრეული სამყაროს სურათი. შეხვედრაზე განხილული იქნება გრავიტაციული ტალღების ასტრონომიისა და ფიზიკის საფუძვლები და სამომავლო პერესპექტივები.     

დრო: 12 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია
(ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები