ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ტიმოთი ტრეინერი ილიაუნიში

ღონისძიებები

6 ოქტომბერს, 17.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101 - ე აუდიტორიაში (მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ.32) საჯარო ლექციას გამართავს ექსპერტ-კონსულტანტი ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ტიმოთი ტრეინერი.

ტიმოთი ტრეინერის კარიერა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში (IP) მოიცავს გამოცდილებას სახელმწიფო და კერძო სექტორში. 1980-იანი წლების ბოლოს, სამთავრობო სამსახურში ყოფნისას, ის იყო აშშ-ს საბაჟოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის (IPR) ფილიალის ერთ-ერთი პირველი ადვოკატი. იგი საბაჟოზე მუშაობდა მებაჟეებთან ერთად და  სავაჭრო წარმომადგენლის ოფისს კონსულტაციებს უწევდა ინტელექტუალური საკუთრების შემცველი საქონლის საბაჟო კონტროლის სფეროში. აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების ბიუროში ტრეინერი იყო სპეციალური რწმუნებული ინტელექტუალური საკუთრების (IP) უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის (მათ შორის ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების) საკითხებში, ამზადებდა და უზრუნველყოფდა ინტელექტუალური საკუთრების (IP) დაცვის სფეროში ტრენინგის პროგრამებს, მონაწილეობდა ორმხრივ სავაჭრო კონსულტაციებში და აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების ბიუროს (USPTO)წარმოადგენდა  ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO.

კერძო სექტორში ბ-ნი ტრეინერი იყო ვაშინგტონის იურიდიული ფირმის წევრი და გაყალბებასთან ბრძოლის საერთაშორისო კოალიციის პრეზიდენტი (IACC; 1999-დან 2005 წლამდე). გაყალბებასთან ბრძოლის საერთაშორისო კოალიციაში ის იყო გაეროს ევროპის ინტელექტუალური საკუთრების (IP) უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე და ინტერპოლის ინტელექტუალურ დანაშაულთან ბრძოლის ჯგუფის წევრი. ტრეინერი მონაწილეობდა უცხოეთის ქვეყნების მრავალრიცხოვან ტრენინგ-პროგრამებში და მუშაობდა ეროვნულ კანონმდებლობაზე. 2005 წელს მან დააარსა ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის (IP) საკუთარი საკონსულტაციო ფირმა და მას შემდეგ მომხმარებელს მომსახურებას უწევს სავაჭრო ფირმების ლიცენზირების, ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის ზედამხედველობისა და კანონმდებლობის სფეროში. ის უზრუნველყოფს დახმარებას საბაჟოს, პოლიციის მუშაკთა, პროკურორებისა და მოსამართლეების  ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის სფეროში ტრეინინგის მომცველ  სხვადასხვა უცხოურ პროექტში.

2007 წელს ბ-მა ტრეინერმა დააარსა "გელექსი სისთემზ" (Galaxy Systems, Inc.), (www.galaxysystemsinc.com, რომლის ყურადღების ცენტრშია ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის (IP) შესახებ ინფორმირების ინტერაქტიული, ონლაინ-რეჟიმში  მომუშავე პროგრამები. ბ-ნი ტრეინერი არის წიგნის "ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის საბაჟო ზედამხედველობა" თანაავტორი, რომელიც ყოველწლიურად ახალი ინფორმაციით ივსება.

ბანერები