ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ტიმ დინის საჯარო ლექცია - მასმედიის როლი საზოგადოების ცხოვრებაში

ღონისძიებები

17 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ტიმ დინი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - „მასმედიის როლი საზოგადოების ცხოვრებაში“.

ტიმ დინი ამჟამად აღმოსავლეთ ანგლიაში (ნორვიჯის ეპარქია, დიდი ბრიტანეთი) ემსახურება სასულიერო პირების კვალიფიკაციის ამაღლების საქმეს. იგი 12 წლის განმავლობაში იყო BBC-ის მსოფლიო სამსახურის ერთ-ერთი პასუხისმგებელი თანამშრომელი და დაჯილდოებულია ისეთი დოკუმენტური პროგრამების შექმნისათვის, რომლებიც აშუქებდა პოლიტიკურ, რელიგიურ თუ სოციალურ საკითხებს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში. ტიმ დინი, როგორც ჟურნალისტი, სხვადასხვა დროს მუშაობდა ეთიოპიაში, განაში, კენიაში, ნორვეგიაში, ტანზანიაში, ტოგოში, უგანდაში, უკრაინაში, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ლექციის დრო: 17 აპრილი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გიორგი წერეთლის ქ. №1)

დასწრება თავისუფალია.

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები