ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

თიბისი ბანკის წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტურ ვაკანსიებთან დაკავშირებით

ღონისძიებები

1-ლ ნოემბერს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრას გამართავენ თიბისი ბანკის წარმომადგენლები.

თიბისი ბანკში გამოცხადებულია მიმდინარე სტუდენტური ვაკანსიები მომსახურებისა და გაყიდვების მენეჯერის,ასევე აქციის დროებითი თანამშრომლის პოზიცაზე.

ბანკში დასაქმების მსურველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეხვედრაზე საშუალება ექნებათ, მოისმინონ დეტალური ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ და დაინტერესების შემთხვევაში შეავსონ სააპლიკაციო ფორმები, რის საფუძველზეც ბანკის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მათ გასაუბრებაზე დაიბარებენ.

შეხვედრა გაიმართება E კორპუსის ახალ სტუდენტურ სივრცეში ხუთშაბათს, 14:00 საათზე.

შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

დრო: 1-ლი ნოემბერი, ხუთშაბათი, 14:00 საათი.

ადგილმდებარეობა: E კორპუსის ახალი სტუდენტური სივრცე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5)

 

 

ბანერები