ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„THE DEMISE OF A JUST CITY? ამსტერდამის ურბანული ტრანსფორმაცია“ – ჩერენ სეზერის საჯარო მოხსენება

ღონისძიებები

14 დეკემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „თბილისი როგორც ურბანული თანაკვეთა” და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის კვლევითი სემინარის ფარგლებში ჩერენ სეზერი წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „The demise of a just city? ამსტერდამის ურბანული ტრანსფორმაცია“.

თემის მოკლე მიმოხილვა

ქალაქი ამსტერდამი დიდი ხანია ცნობილია როგორც “the just city” და აკადემიურ წრეებში დახასიათებულია როგორც თანასწორუფლებიანი, მრავალფეროვანი და ტოლერანტული ქალაქი. თუმცა დროთა განმავლობაში ამსტერდამი ჩამოყალიბდა როგორც საერთაშორისო ატრაქციონი – ეკონომიკური თვალსაზრისით უთანასწორო და პოლიტიკურად დაძაბული სივრცე ჯენრტიფიცირებული უბნებით.

ჩერენ სეზერი ისაუბრებს ამსტერდამის ურბანული ტრანსფორმაციის პროცესებზე და შეეხება მათ ზეგავლენას ემიგრანტების უბნების კულტურულ ლანდშაფტზე. კონკრეტულად განიხილავს, როგორ იცვლება ემიგრანტების პირობები საერთო ტრანსფორმაციასთან ერთად მაღაზიების, რესტორნებისა და რელიგიური ადგილების მაგალითების განხილვით/ანალიზით.

მომხსენებელი ამტკიცებს, რომ ემიგრანტების პირობების ცვლილებები აჩენს დემოკრატიულ საჯარო სივრცეებსა და ურბანულ სამართლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.ქალაქის მთავრობა, ურბანული დიზაინისა და ურბანული დაგეგმარების პროფესიონალები ინფორმირებულები უნდა იყვნენ და ეს საკითხები გაითვალისწინონ ქალაქის განვითარების პოლიტიკასა და სტრატეგიებში.

მომხსენებლის შესახებ:

ინჟინერიის დოქტორი ჩერენ სეზერი, RWTH აახენის უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევარი ურბანული დიზაინის კათედრაზე, ფლობს დოქტორისა და მაგისტრის ხარისხებს ურბანიზმის დარგში დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხს არქიტექტურაში სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტიდან. მისი კვლევითი ინტერესი მოიცავს საჯარო სივრცეების სიცოცხლისუნარიანობასა და მდგრადობას, ურბანულ ფორმას და საზოგადოებრივი სფეროს სოციალურ ცხოვრებასა და სივრცულ სამართლიანობას. ის “Visibility, democratic public space and socially inclusive cities (2020)”-ის ავტორი და რამდენიმე სპეციალური ნომრისა და წიგნის თანარედაქტორია, მათ შორისაა: Marketplaces as Urban Development Strategy, Public Space and Urban Justice, Spatial Justice in Urban Studies and Planning education (მომავალში გამოსაცემი), Marketplaces: movement, representation and practices და The Design of the Public Realm - Emerging Theories and Practices (მომავალში გამოსაცემი). აკადემიამდე ჩერენი მუშაობდა როგორც არქიტექტორი და ურბანული დიზაინერი თურქეთში, კვიპროსსა და ნიდერლანდებში. 2010 წელს მან დააარსა სამუშაო ჯგუფი „საზოგადოებრივი სივრცეები და ურბანული კულტურები“ ევროპის დაგეგმვის სკოლების ასოციაციის (AESOP) ფარგლებში. იგი კოორდინაციას უწევდა ჯგუფის შეხვედრებსა და ვორკშოპებს ჰელსინკიში, ვენაში, ანკარაში, ბუქარესტში, სტამბულში, უტრეხტში, გლაზგოში, ლიუბლიანაში, ლისაბონში, ბეირუთში, ნიქოზიასა და ამსტერდამში.

აკადემიური მუშაობის გარდა ჩერენი მუშაობდა ექსპერტად და კურატორად ნიდერლანდების არქიტექტურის ინსტიტუტში (NAI), როტერდამის არქიტექტურის საერთაშორისო ბიენალესა და საზოგადოებრივი სივრცის ბიენალეზე რომში. იგი იყო მიწვეული სპიკერი სინგაპურის ეროვნულ უნივერსიტეტში, ETH Future Cities ლაბორატორიაში, კარდიფის უნივერსიტეტში, ლუცერნის უნივერსიტეტის გამოყენებითი მეცნიერებისა და ხელოვნების კათედრასა და ბრიუსელის ვრიჯეს უნივერსიტეტში.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 14 დეკემბერი, 19:00 საათი

ფორმატი: დისტანციური, Zoom-ის ფორმატში: https://bit.ly/3ULqtRp

Meeting ID:  833 262 9803 

დასწრება თავისუფალია.

2022 წელი

ბანერები