ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

TeX-ით სარგებლობა ქართულ ენაზე

ღონისძიებები

2017 წლის 10 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ლევან შოშიაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) გამართავს შეხვედრას თემაზე: TeX-ით სარგებლობა ქართულ ენაზე.

TeX-ი გამოიყენება როგორც საბუნებისმეტყველო, ასევე ჰუმანიტარული მიმართულების ქართულენოვანი, დოკუმენტებისთვის. შეხვედრაზე განხილული იქნება TeX-ის ქართული პაკეტის დაყენება/გამართვა Windows და Linux ოპერაციული სისტემებისთვის და მისი გამოყენების მაგალითები, როგორებიცაა მათემატიკური ფორმულები, პარალელური და კრიტიკული ტექსტები და ტექსტების ინდექსირება.

TeX/LaTeX დოკუმენტის მოსამზადებელი პროგრამული პაკეტია მსგავსად მაიკროსოფთ ვორდისა. ამ უკანასკნელისგან გასხვავებით, მას, ძირითადად, აკადემიური წრეების წარმომადგენლები იყენებენ.

TeX-ი შეიქმნა 1978 წელს ამერიკის მათემატიკური საზოგადოებისთვის მათემატიკური გამოსახულებების შემცველი მაღალი ხარისხის დოკუმენტების (წიგნი, ჟურნალი, სტატია) მოსამზადებლად. დღესდღეობით TeX-ს აქტიურად იყენებენ მათემატიკოსები, ფიზიკოსები, ქიმიკოსები, ასტრონომები, ფილოლოგები, გამომცემლობები და სხვ.

დრო: 10 ნოემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები