ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„თეთრი კბილები“ – ზეიდი სმითის რომანის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში

ღონისძიებები

28 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გეპატიჟებათ ზეიდი სმითის რომანის – „თეთრი კბილები“ – პრეზენტაციაზე.

„ერთდროულად ძალიან სერიოზული და სასაცილო წიგნი, განსაცვიფრებელი დებიუტი... საოცრად ინდივიდუალური, ნამდვილი მწერლის ხმა. ძალიან ვისიამოვნე „თეთრი კბილებით“, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თითქოს...იკბინება“, – სალმან რუშდი

რომანის შესახებ: ზეიდი სმითის „თეთრი კბილები“ 21-ე საუკუნის უდიდეს და უმნიშვნელოვანეს რომანად არის აღიარებული. ნაწარმოები რამდენიმე ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს, რომელთაც ერთი შეხედვით არაფერი აერთიანებთ ლონდონში ცხოვრების გარდა. წიგნში სხვადასხვა კულტურა, განსხვავებული რელიგიები უპირისპირდება ერთმანეთს. ემიგრანტებიცა და მკვიდრი ლონდონელებიც საკუთარი ადგილის მოპოვებას ცდილობენ და ამ ფონზე ძალიან საინტერესოდ იშლება მათი წინაპრების ისტორიები, მათი ჩახლართული გენეალოგიური ხეები, მათი „თანკბილვის პრობლემები“ და „ფესვთა არხები“. წიგნი დაწერილია საოცარი მახვილგონივრულობით, იუმორით, უდიდესი სამწერლო ოსტატობით. ტექსტში მრავლადაა ალუზიები სხვადასხვა ნაწარმოებზე, ისტორიული, თეოლოგიური და ფილოსოფიური წიაღსვლები, მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენები, დანახული საინტერესო მწერლის თვალით.

პრეზენტაციაზე ისაუბრებენ მთარგმნელი თამარ ბაბუაძე და მწერალი ნესტან-ნენე კვინიკაძე.

დრო: 28 ივნისი,19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  

დასწრება თავისუფალია.




ბანერები