ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„Terra Historica“ - პროფესორ გია ჯოხაძის წიგნის პრეზენტაცია

ღონისძიებები

6 აპრილს, ორშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ილიაუნის პროფესორის, გიორგი ჯოხაძის, ახალი წიგნის პრეზენტაცია. წიგნი - სახელწოდებით, „Terra Historica“ („მიწა ისტორიისა") - ამავე ავტორის მიერ ისტორიულ პრობლემებზე დაწერილი მეექვსე წიგნია. მასში გაერთიანებულია ისტორიული ანთროპოლოგიის მიღწევების ათვისებითა და ე.წ. „ქლოუს რიდინგის“ მეთოდის გამოყენებით სხვადასხვა პრობლემაზე შექმნილი სტატიები, რომლებიც სხვადასხვა დროს ქვეყნდებოდა ქართულსა და უცხოურ სამეცნიერო პერიოდიკაში. ავტორი ცდილობს როგორც შუა საუკუნეების, ისე სხვა ეპოქათა ცნობილი და ნაკლებად ცნობილი მოვლენების ახლებურად დანახვასა და შეფასებას.

დრო: 6 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები