ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ტექნოლოგიური ლაბორატორია უნილაბის პრეზენტაცია

ღონისძიებები

24 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის საკონფერენციო დარბაზში T102 გაიმართება ახალი სივრცის – ტექნოლოგიური ლაბორატორია უნილაბის პრეზენტაცია. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება დაათვალიეროს ლაბორატორია.

უნილაბი არის სივრცე, სადაც ადამიანს შეუძლია ნახტომი გააკეთოს საკუთარ მომავალში. დღეს დაინახოს, როგორი შეიძლება იყოს ბევრი წლის მერე. საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოს. დღეებს გადაახტეს და გაიგოს ის, რის გაგებასაც დიდი დრო დასჭირდებოდა. უნილაბი არის სივრცე, რომელიც ნებისმიერ მსურველს საკუთარი, თუნდაც უცნობი, შესაძლებლობების რეალიზაციაში ეხმარება.

უნილაბი ორი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს:

  1. არაფორმალური განათლების ცენტრი

ილიაუნის სტუდენტებს შეეძლებათ იმ მოკლე პრაქტიკული კურსების გავლა, რომელთა სწავლება კურიკულიმით არ არის გათვალისწინებული, მაგალითად,

  • პოლიგრაფიული დიზაინი;
  • ინტერფეისის დიზაინი UX Design;
  • მოძრავი გრაფიკა – Motion Graphics
  • ვიდეოგრაფიკა და მონტაჟი;
  • სოციალური მედიამენეჯმენტი;
  • ვებგვერდის შექმნა საკუთარი ძალებით (wordpress);
  • ვებპროგრამირება Front-End (HTML);
  • ვებპროგრამირება PHP;
  • ვებპროგრამირება ASP.NET MVC;
  • პროგრამირება C#;
  • პროგრამირება Python;
  • მობილური პროგრამირება Kotlin;
  • გეიმდეველოპმენტი Unity 3D.

        2. სტაჟირების პროგრამა

ეს პროგრამა მათთვის იქნება განკუთვნილი, ვისაც გარკვეული ცოდნა აქვს ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით, მაგრამ არ აქვს პრაქტიკული გამოცდილება. მნივნელობა არა აქვს, ადამიანმა თავად მიიღო ეს ცოდნა ინტერნეტის საშუალებით, თუ რომელიმე კურსი გაიარა. მთავარია, ჰქონდეს საბაზისო ცოდნა და მოტივაცია, რომ განვითარდეს.

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გამოცდილი მენტორების დახმარებით რეალურ პროექტებზე იმუშავებენ.

შეხვედრაზე უნილაბის ჯგუფი წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას უნილაბის მუშაობის შესახებ და უპასუხებს თქვენს შეკითხვებს.

დრო: 24 იანვარი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის საკონფერენციო დარბაზი T102

დასწრება თავისუფალია.

ბანერები