ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ტექნოლოგიის სკოლის ღია კარის დღე

ღონისძიებები

29 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსის ერთობლივი პროექტის „არჩევანი შენია“ ფარგლებში გაიმართება ტექნოლოგიის სკოლის ღია კარის დღე მოსწავლეებისთვის.

ღია კარის დღეზე  ტექნოლოგიის სკოლის მიმართულებების, პროფესიების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ მოსწავლეებს ინფორმაციას გააცნობენ ილიაუნის პროფესორები:

  • მერაბ სვანაძე, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის პროგრამის ხელმძღვანელი, სტენფორდის უნივერსიტეტის რეიტინგით მსოფლიოს მასშტაბით დარგის ყველაზე გავლენიან მეცნიერთა 2%-შია;
  • ია კუპატაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელი;
  • ვახტანგ ბალავაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით, ამერიკის სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების ნამდვილი წევრი, ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის ხელმძღვანელი (მ.შ.);
  • გიორგი ვეშაპიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი;
  • ერეკლე მაღრაძე, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით, ილიაუნის გამოთვლითი ცენტრის ხელმძღვანელი.

შეხვედრაზე გაეცნობით პროგრამის სტრუქტურას, სწავლების ფორმატსა და მეთოდებს, მიღების პროცედურებს, გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებს. ასევე გექნებათ შესაძლებლობა, დასვათ შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები.

შეხვედრა გაიმართება ჰიბრიდულად, როგორც ადგილზე, ასევე პლატფორმა ზუმის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3A0Nid3

გელოდებით ტექნოლოგიის სკოლის მიმართულებებით დაინტერესებულ მოსწავლეებს მთელი საქართველოდან 29 ივნისს.

შეხვედრების განრიგი


12:00 საათი

მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა

ვრცლად პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3HUctQz


12:45 საათი

არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა

ვრცლად პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/39RbUKy


13:30 საათი

სამოქალაქო ინჟინერია ENG

ვრცლად პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3bpO7Sq


14:15 საათი

ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია ENG

ვრცლად პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3A6VEzQ


15:00 საათი

კომპიუტერული მეცნიერება ENG

ვრცლად პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3A1Sw8t

კომპიუტერული ინჟინერია ENG

ვრცლად პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3OL2NKq

2022 წელი

ბანერები