ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ტექნოლოგიის სკოლის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტთა საანგარიშო გამოფენა „ურბანული ტრანსფორმაციის ფრაგმენტები“

ღონისძიებები

23 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H105 აუდიტორიაში გაიმართება ტექნოლოგიის სკოლის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის „საჯარო ურბანული სივრცის კვლევა და ინტერპრეტაცია“ სტუდენტთა საანგარიშო გამოფენა „ურბანული ტრანსფორმაციის ფრაგმენტები: მელიქიშვილის პროსპექტისა და კოსტავას ქუჩის გადაკვეთაზე“.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სტუდენტთა  გრაფიკული ნამუშევრები და საარქივო მასალები. ექსპოზიცია დეტალურად ასახავს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზისა და მიმდებარე არეალის ტრანსფორმაციის პროცესს.

დრო: 23 ივლისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H105 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45

2026

 

ბანერები