ილიაუნის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია 2026
ღონისძიებები
30 ივლისს, 18:00 საათზე, ილიაუნის E კორპუსის ეზოში ერთად აღვნიშნავთ თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, რომელიც შეაჯამებს უნივერსიტეტში სწავლის წარმატებულ, შრომატევად და დაუვიწყარ წლებს.
19:00 საათზე საზეიმო ცერემონიას გახსნის და სტუდენტებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე.
წელს ცერემონია განსხვავებულად გაიმართება. გთხოვთ, წინასწარ გაეცნოთ თანდართულ ინფორმაციას ღონისძიების მნიშვნელოვანი საორგანიზაციო დეტალების შესახებ.
ქუდების ცაში ასროლის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალი ილიაუნის კაპელის სიმღერის თანხლებით შესრულდება.
სტუდენტური ცხოვრების ამ გამორჩეული ეტაპის აღსანიშნავად ღონისძიებაზე განსაკუთრებულ მუსიკალურ განწყობასა და დაუვიწყარ ემოციებს ყველასთვის საყვარელი ბენდი MECHANICAL RAINBOW შექმნის.
დრო: 30 ივლისი
კარი იღება – 18:00 სთ.
საზეიმო გახსნა – 19:00 სთ.
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის შიდა ეზო (ი. ჭავჭავაძის გამზ. N45, ვაკის პარკის მოპირდაპირედ)
2026