ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ტექნოლოგიების სკოლის საორიენტაციო შეხვედრა ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის შესახებ

ღონისძიებები

30 იანვარს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლა დისტანციურ რეჟიმში ზუმის პლატფორმაზე გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ტექნოლოგიის სკოლის ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამების შესახებ.

მომავალ პროფესიაზე, პროგრამების სტრუქტურაზე, სწავლების მეთოდოლოგიაზე, დაფინანსების მოპოვების, დასაქმებისა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების შესაძლებლობებზე გესაუბრებიან:

  • ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ინოვაციების მიმართულებით, პროფესორი კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით, კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი;
  • გოგა ვეშაპიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ექსპერიმენტული ფიზიკის მიმართულებით, ელექტრული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი;
  • ერეკლე მაღრაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით, კომპანია MaxinAI-ის ინჟინერიის მიმართულების დირექტორი;
  • მიხეილ წიკლაური, Apple-ის ალგორითმების წამყვანი მეცნიერი;
  • გივი ბერიძე, Edison Tech Solutions დამფუძნებელი;
  • ნეგარ ვაჰიდი, ტექნოლოგიების სკოლის კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის სტუდენტი
  • მარიამ გაგუა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული;
  • მარიამ გიგაური, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტი.

გექნებათ შესაძლებლობა, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და ლაივის მონაწილეებისგან მიიღოთ ამომწურავი პასუხები.

გელოდებით ყველას, ვინც დაინტერესებული ხართ ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით განათლების მიღებით, მთელი საქართველოდან 30 იანვარს, 20:00 საათზე, ფეისბუქლაივში.

დაინტერესებულ აბიტურიენტებს, მშობლებს, მასწავლებლებს შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე - https://cutt.ly/pjMX0ZX

დრო: 30 იანვარი, 20:00 საათი

ადგილი: Zoom-ი (რეგისტირებული მონაწილეები მიიღებთ ბმულს თქვენ მიერ მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე)

2021 წელი

 

ბანერები