ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ტექნოლოგიები ჩვენ ირგვლივ – ინოვაციური ტექმეწარმეობა

ღონისძიებები

26 აპრილს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა ახალი პროექტის „ტექნოლოგიები ჩვენ ირგვლივ“ ფარგლებში გამართავს დავით ჩეჩელაშვილის ლაივშეხვედრას თემაზე: „ტექნოლოგიები ჩვენ ირგვლივ – ინოვაციური ტექმეწარმეობა“.

ინოვაციური მეწარმეობის არსი მდგომარეობს შემდეგში: სხვებზე ადრე დავინახოთ ცვლილებები და მათი მონეტიზაციისთვის დავაარსოთ სტარტაპი, რაც ძალიან რთულია. მომხსენებელი ისაუბრებს,როგორ უნდა გავზარდოთ ასეთ ცვლილებათა დანახვის შანსი და როგორ გავარჩიოთ ხანმოკლე იმპულსები (fad) ისეთი ცვლილებებისგან, რომლებიც ბევრ ინდუსტრიას თავდაყირა აყენებს.

მომხსენებლის შესახებ:

დავით ჩეჩელაშვილს 1999 წლიდან რამდენიმე სტრატეგიული და ბიზნესის განვითარებაზე პასუხისმგებელი პოზიცია უკავია უმაღლესი ტექნოლოგიების მწარმოებელ საწარმოებში. მისი გამოცდილება ეფუძნება უმთავრესად ისეთი დისციპლინების ცოდნას, როგორებიცაა: იმერსიული ვიზუალიზაცია, VR/AR, 3D სტერეოსისტემები და მათი დანერგვა როგორც მარკეტინგულ ინდუსტრიებში, ისე საგანმანათლებლო სფეროებში.

დავით ჩეჩელაშვილი კომპანია NEUR Optics-ისა და iZ3D-ის ერთ-ერთი დამაარსებელია. იგი, როგორც სტრატეგიული აღმასრულებელი, განსაზღვრავს სტრატეგიულ მიმართულებებს X6D კომპანიაში, რომელიც ცნობილია, როგორც DBA XPAND, ისევე, როგორც კომპანიებში NEUR Optics და iZ3D. მას აქვს საცალო სავაჭრო წარმომადგენლობის, სადისტრიბუციო არხების შექმნისა და სტრატეგიული პარტნიორობის გამოცდილება როგორც მცირე (X6D, Neurok, iZ3D), ისე მსხვილი კომპანიებისთვის (MicroAge, Deloitte & Touche, Renaissance Capital).

2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების სპეციალისტია, ასევე – პორტუგალიის სტარტაპ ბრაგასა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მენტორი. ამასთან მუდმივად უწევს კონსულტაციას სტარტაპებს.

დრო: 26 აპრილი, 19:30 საათი

ადგილმდებარეობა: ტექნოლოგიის სკოლის ფეისბუქგვერდი

ვრცლად განრიგისა და მომავალი ლექციების შესახებ იხილეთ ბმულზე:https://bit.ly/3a2lE1x

2021 წელი

ბანერები