ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019

ღონისძიებები

18 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ეკატერინე დადიანი წაიკითხავს მოხსენებას „დაგვიანების ფუნქციის" გამორთვის ანალიზური მეთოდი დამუხტული ნაწილაკთა წრიული ნაკადისთვის“.

თემის მოკლე აღწერა

წარმოდგენილ კვლევაში განხილულია მაღალი ენერგიის დამუხტულ ნაწილაკთა ნაკადის მოძრაობა წრიულ უსასრულოდ გრძელ მილში, უსასრულოდ სქელი გამტარი კედლებით. ეს ნაწილაკები მოძრაობის დროს ელექტრომაგნიტურად ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან და გარემოსთან. შედეგად წარმოიქმნება ელექტრომაგნიტური ველი, რომელსაც ვუწოდებთ „დაგვიანების ველს“, რომელიც, თავის მხრივ, მოქმედებს თავად დამუხტულ ნაკადზე და წარმოქმნის არამდგრადობებს. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ისეთი დიდი ამაჩქარებლებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, LHC. ნაპოვნია განტოლებები, რომლებიც ანალიზურად აღწერენ „დაგვიანების ფუნქციებს“. მიღებული შედეგები შედარებულია კომპიუტერული ალგორითმით ImdepanceWake2D მიღებულ შედეგებთან. 

მიხეილ გელენავა წაიკითხავს მოხსენებას „რადიაციული ეფექტების გათვალისწინებით სტანდარტული მოდელის რეალისტური მინიმალური გაფართოება ნეიტრინოს რეალისტური მინიმალური გაფართოება ნეიტრინოს რეალისტური მასებით“.

ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის სტანდარტული მოდელი შეიცავს ნეიტრინოებს როგორც უმასო ნაწილაკებს, თუმცა ამ საუკუნის დასაწყისში ექსპერიმენტულად დადასტურდა ნეიტრინოს ოსცილაციები, რაც ამტკიცებს, რომ ნეიტრინოები სულაც არ არიან უმასო ნაწილაკები. სტანდარტული მოდელის გაფართოება ნეიტრინოს მასის გენერაციით თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. არსებობს არაერთი მექანიზმი და მოდელი, რომლებიც ნეიტრინოს რეალისტური მასების გენერაციას ისახავს მიზნად. ამ კვლევის მიზანია მინიმალისტური მოდელის აგება, რომელშიც მასების გენერაციისთვის გამოყენებული იქნება როგორც სისოუს მექანიზმი, ასევე მასის რადიაციული გენერაცია. 

დრო: 18 დეკემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: T102 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები