ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

თეო ხატიაშვილი - ტოლერანტობის იდეა კინოში

ღონისძიებები

8 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში, კინომცოდნე თეო ხატიაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - ტოლერანტობის იდეა კინოში.

საჯარო ლექციების ციკლი ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში ახალი პროექტია, რომელსაც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, 2015 წლის თებერვლიდან ახორციელებს ყოველ პარასკევს,19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“.

ტოლერანტობის სკოლის სალექციო კურსი მოიცავს 12 საჯარო ლექციას და ხორციელდება ჰოლანდიის საელჩოსმხარდაჭერით, პროექტის - „ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვისხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში.

ტოლერანტობის სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა დასეკულარული პრინციპების შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და აღნიშნულ საკითხებზე დისკუსიას.

ლექციებს აღნიშნულ თემებზე წაიკითხავენ მოწვეული ლექტორები და მკვლევრები როგორც ილიას სახელმწიფოუნივერსიტეტიდან, ასევე სხვა უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ორგანიზაციებიდან. ლექციების შემდეგგათვალისწინებულია დისკუსია.

ტოლერანტობის სკოლის საჯარო ლექციებზე დასწრება თავისუფალია.

ლექციის დრო: 8 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები