ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

თეო კობუშის საჯარო ლექცია: „სოციალური სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა“

ღონისძიებები

30 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ცნობილი გერმანელი პროფესორი თეო კობუში წაიკითხავს საჯარო ლექციას: „სოციალური სამართლებრივი სახელმწიფოს (Rechtsstaat) იდეა“. ლექციის დასრულების შემდეგ პროფესორს მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

მომხსენებლის შესახებ:

პროფესორი, დოქტორი თეო კობუში ანტიკური ფილოსოფიისა და რომაულ-კათოლიკური თეოლოგიის ცნობილი სპეციალისტია. 2003 წლიდან არის ფილოსოფიის კათედრის გამგე და ფილოსოფიის ინსტიტუტის საქმეთა განმკარგველი დირექტორი ბონის უნივერსიტეტში. პლატონის შესახებ მრავალრიცხოვანი პუბლიკაციების საფუძველზე ცნობილია სპეციალისტთა ფართო წრეში; დოქტორი კობუში „ფილოსოფიის ისტორიის ლექსიკონის“ პასუხისმგებელი თანარედაქტორია, მასვე ეკუთვნის რამდენიმე სტატია ლექსიკონში. იგი ასევე არის ფილოსოფიის გერმანულენოვან დოცენტთა კონსორციუმის თავმჯდომარე კათოლიკური თეოლოგიის განხრით და ანტიკური ფილოსოფიის საზოგადოების საქმეთა განმკარგველი დირექტორი.

დრო: 30 ოქტომბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლექციის ენა: გერმანული (უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები