ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

თენგიზ ვერულავას საჯარო ლექცია: "დამოუკიდებელი საქართველოს ჯანდაცვის სისტემა 1991-2016: მიღწევები, პრობლემები"

ღონისძიებები

19 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ილიაუნის ჯანდაცვისა და დაზღვევის სკოლა, საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავის აღსანიშნავად, გიწვევთ საჯარო ლექციაზე: „დამოუკიდებელი საქართველოს ჯანდაცვის სისტემა 1991-2016: მიღწევები, პრობლემები“.
ლექციას წაიკითხავს მედიცინის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - თენგიზ ვერულავა.

ლექციის შესახებ

26 მაისს აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი. საქართველოს უახლოესი ისტორიის მანძილზე განხორციელებული სახელმწიფოებრივი რეფორმებიდან ერთ-ერთი პირველი ჯანდაცვის სფეროს რეფორმა გახლდათ. ასევე, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ საქართველოში განხორციელებული ჯანდაცვის რადიკალური რეფორმა პირველი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში. ქართულმა სახელმწიფომ უარი თქვა ჯანდაცვის საბჭოური ტიპის ცენტრალიზებულ მოდელზე. განხორციელდა ჯანდაცვის დეცენტრალიზაცია. სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებები გადაიქცნენ კერძო სამართლის სუბიექტებად. შემუშავდა ჯანდაცვის ორგანიზაციისა და მართვის ახალი მოდელის შესატყვისი სამართლებრივი ბაზა. ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების პროცესის შეჩერება.
ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე 25 წლიანი რეფორმირების ფონზე ისევ რჩება გადასაწყვეტი შემდეგი ამოცანები: პირველადი ჯანდაცვის განვითარება, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
ჯანმრთელობის დაცვის სისტემა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის 25 წლის პერიოდში დარგში მიმდინარე რეორიენტაციის პრობლემების განხილვა.

ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.

დრო: 19 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. #1)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები