ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

თენგიზ მძინარიშვილი: კიბოს გენეზისის მათემატიკური მოდელები

ღონისძიებები

3 თებერვალს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ფიზიკისა და მათემატიკის დოქტორთან, თენგიზ მძინარიშვილთან.

საუბრის თემა: "კიბოს გენეზისის მათემატიკური მოდელები".

კიბოს მათემატიკურ მოდელირებას 60-წლიანი ისტორია აქვს. მის სათავეებთან არიან ეპიდემიოლოგიის პატრიარქი სერ რიჩარდ დოლი და მისი თანაავტორები. დღეისათვის არსებობს დაკვირვებითი ფაქტები, რომლებიც ვერ აიხსნება თანამედროვე მოდელებით.ჩვენი გამოკვლევების შედეგად, რომელიც ვაწარმოეთ 2008-2014 წლებში ნებრასკას უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში (აშშ), შესაძლებელი გახდა კიბოს გენეზისის ისეთი მოდელის შეთავაზება, რომელიც ხსნის არსებულ შეუსაბამობას და თანხვედრაშიადაკვირვებულ მონაცემებთან.

გელოდებით საინტერესო შეხვედრაზე ყავისა და ჩაის თანხლებით.
დასწრება თავისუფალია.

შეხვედრის დრო: 3 თებერვალი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები