ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

თეატრალური ვიდეოფესტივალი T + V

ღონისძიებები

28 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით ოფიციალურად გაიხსნება თეატრალური ვიდეოფესტივალი T + V, რომელიც თეატრის საერთაშორისო დღეს ეძღვნება და 30 მარტამდე გაგრძელდება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახლად გახსნილი ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი თეატრალური ვიდეოფესტივალის ორგანიზებით აღადგენს ტრადიციას, რომელსაც საფუძველი 1997 წელს ჩაეყარა. 14 წლის განმავლობაში ვიდეოფესტივალის ფარგლებში მოეწყო მსოფლიოში ცნობილი თეატრალური დადგმების რეტროსპექტივა, შემეცნებით-საგანმანათლებლო შეხვედრები, თეატრალურ სფეროში სახელგანთქმული თეორეტიკოსებისა და პრაქტიკოსების მასტერკლასები და ვორქშოფები. 

თეატრალური დადგმების უნიკალური ჩანაწერები დღეს თავმოყრილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვიდეოცენტრში, რომელიც სამი დღის განმავლობაში 6 სპექტაკლით შედგენილ პროგრამას შემოგთავაზებთ.

28 მარტი / 17:00 / გახსნა / ბობი ფოსი, “პიპინ“ (PIPPIN, his life and times) /

პინა ბაუში, „დედოფლის გოდება“

(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსი, აუდიტორია N101, ჭავჭავაძის გამზ. 32)

29 მარტი / 17:00 / ლოიდ ვებერი, „კატები“   

რომან ვიკტიუკი,  „სალომეა“  
 
30 მარტი / 17:00 / ანდრეი ჟოლტაკი „ჰამლეტი“

რობერტ სტურუა „ლამარა“.

ბანერები