ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

თბილისის მიმართვა ევროპას

ღონისძიებები

წამყვანი ევროპელი ინტელექტუალი საქართველოს დედაქალაქიდან მიმართავს ადგილობრივ და საერთაშორისო აუდიტორიას.

ევროპა ბევრისთვის არ არის მხოლოდ გეოპოლიტიკური აქტორი, არამედ – განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული პერიფერიიდან დანახული – თავისუფლების, სამართლიანობისა და ღირსების სიმბოლოა. ამავდროულად, ამერიკის შეერთებული შტატებისნაირ ძველ და უმნიშვნელოვანეს პარტნიორთან მზარდი დისტანცირების, რუსეთიდან მომდინარე საფრთხისა და ახალი, მკვეთრად გამოხატული ნაციონალიზმის აღზევების ფონზე, ევროპა საკუთარი თავის ხელახლა განსაზღვრის ამოცანის წინაშე დგას. შესაძლოა, საქართველო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში უმკლავდებოდა იმპერიულ საფრთხეს და ყოველთვის ახერხებდა თავიდან დაწყებას, არის ის ადგილი, საიდანაც ევროპა უკეთ გაიაზრებს საკუთარ გზას.

დეტალურად დებატების შესახებ: Tbilisi 2026 – Debates On Europe

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

დრო: 13 ივნისი, 19:00-20:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2026

ბანერები