Tbilisi PR Days – თბილისის პიარის დღეები 2025
ღონისძიებები
6 დეკემბერს, 16:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება სტრატეგიული საკომუნიკაციო სფეროს საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი „თბილისის პიარის დღეები 2025“.
ღონისძიების მიზანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს განვითარება და დაინტერესებული საზოგადოების წამყვანი სპეციალისტების ერთმანეთთან დაკავშირება.
ფორუმზე მსოფლიოს სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს წამყვანი სპეციალისტები ისაუბრებენ აქტუალურ თემაზე „ხელოვნური ინტელექტი PR-ის პრაქტიკაში“.
სპიკერები:
ლაშა ჭიტაძე, საერთაშორისო AI აკადემია, „ვიდეოკონტენტი AI-ის დახმარებით“
ქეთევან მაღალაშვილი, ალდაგი, „როგორ იმუშავა AI კამპანიამ ბრენდის სასარგებლოდ“
ალექსანდრე ჩომახიძე, ციფრული მედიამარკეტინგის მენეჯერი, „მაფორმირებელი ციფრული მარკეტინგის ახალი ტენდენციები და თამაშის შემცვლელი ცვლილებები“
თორნიკე გურული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი; ფორუმის თანადამფუძნებელი; „გორგიას“ აღმასრულებელი დირექტორი
მირიან მამასახლისი, კომპანია ნოვას PR-ისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „როგორ ცვლის AI ვიდეოფროდაქშენს: პრაქტიკული გამოცდილება და რეალური შედეგები“.
ღონისძიების მთავარი მხარდამჭერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 6 დეკემბერი, 16:30 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.
2025