აკაკი შანიძის იუბილე და მზექალა შანიძის მიერ გამოცემული წიგნის „აკაკი შანიძისა და ვინფრიდ ბოედერის მიმოწერა“ წარდგენა
ღონისძიებები
ვინფრიდ ბოედერი, ცნობილი გერმანელი ქართველოლოგი, ოლდენბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაინტერესდა კავკასიური, განსაკუთრებით კი ქართველური ენებით. სწორედ ამავე პერიოდიდან იწყება ბოედერისა და აკაკი შანიძის მიმოწერა. 1974 წელს საქართველოში პირველად ჩამოსულ ბოედერს სხვა ქართველ მეცნიერებთან ერთად, რასაკვირველია, კონსულტაციას აკაკი შანიძეც უწევდა.
წიგნი აკაკი შანიძისა და ვინფრიდ ბოედერის 1960−1987 წლების მიმოწერაა. ცალკეულ საკითხებზე ორი მეცნიერის კერძო დისკუსიებსა და ქართულ-გერმანული გამოცდილებების უნიკალურ ისტორიას ერთვის ილიას უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, მზექალა შანიძისა და ვინფრიდ ბოედერის მეუღლის, დორის ბოედერის, მოგონებები.
წიგნი გამოსაცემად მოამზადა მზექალა შანიძემ და დაიბეჭდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში. რედაქტორები: ნინო დობორჯგინიძე, შოთა პაპავა
წიგნს წარადგენს მზექალა შანიძე.
პრეზენტაციის შემდეგ ილიაუნის სტუდენტური კაპელა შეასრულებს აკაკი შანიძის ტექსტზე შექმნილ სიმღერას, რომელიც არაოფიციალურად საქართველოს პირველ ეროვნულ ჰიმნად იქცა.
ტექსტის პირველი პუბლიკაცია: აკაკი შანიძე, ქართული ეროვნული ჰიმნი, პრომეთე N1, გვ. 31-2, 1918.
ფორმატი: ჰიბრიდული
ონლაინ დასასწრებად გთხოვთ, იხილეთ ზუმის ბმული: https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/81729608519?pwd=a1ANgslJjlCnayCQDqSwozTbqzpcDP.1
Meeting ID: 817 2960 8519
Passcode: 933426
დრო: 26 თებერვალი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2026