ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

“თავისუფალი ასოციაცია“ ილიაუნიში

ღონისძიებები

6 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101 - ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32)  გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ასოციაცია“ ამავე სახელწოდების ახალგაზრდული ონლაინჟურნალის პრეზენტაცია სტუდენტებისთვის.

ონლაინჟურნალის წარმომადგენლები სხვადასხვა უნივერსიტეტში სტუდენტებს ხვდებიან და ჟურნალის საქმიანობას აცნობენ.

„თავისუფალი ასოციაცია“ მუშაობს უმაღლესი განათლების, ჯანდაცვის სფეროში არსებულ ახალგაზრდების პრობლემებზე, ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემებსა და მრავალფეროვნების გაშუქებაზე. ჟურნალი აქტიურად ამზადებს მასალებს სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობაზე.

ინტერნეტჟურნალი საზოგადოებას აცნობს ახალგაზრდა ხელოვანებსა და მათ შემოქმედებას. მზადდება საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის მასალები ქართულ კულტურაზე.

„თავისუფალი ასოციაცია“ ახალგაზრდებს სთავაზობს მათთვის საინტერესო რუბრიკებს. გარდა ამისა, სივრცეს, სადაც შეუძლიათ განათავსონ საკუთარი სტატია, თუ აკმაყოფილებს ჟურნალისტურ სტანდარტებს.

ვებჟურნალი პერიოდულად აცხადებს სტაჟიორების მიღებას, რაც სტუდენტებში დიდ ინტერესს იწვევს. ახალგაზრდებს სწავლასთან ერთად შეუძლიათ მიიღონ პრაქტიკა, შეიძინონ გამოცდილება, რაც მომავალ საქმიანობაში გამოადგებათ.

პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით.

ბანერები