ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორ ანდრეი მაკარიჩევის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

13 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C317 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: ''Russian Worlds in Baltics: the Case of Russophone Communities in Estonia''. ლექციას წარუძღვება ტარტუს უნივერსიტეტის, იოჰან შუტეს პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის გლობალური პოლიტიკის ცენტრის მოწვეული პროფესორი ანდრეი მაკარიჩევი.

ლექცია შეეხება ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებში, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის საკითხს. განხილული იქნება საკითხის კულტურული, გეოპოლიტიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული განზომილებები, რუსულენოვან საზოგადოებებში გავრცელებული დისკურსები, ნარატივები და წარმოდგენები, მათ შორის რუსულენოვანი თემების მემარჯვენე პოპულიზმისადმი დამოკიდებულებაც.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: C317 აუდიტორია (ი.ჭავჭავაძის N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები