ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ტარას კუზიოს წიგნის პრეზენტაცია

ღონისძიებები

9 სეტემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A305 აუდიტორიაში გაიმართება კიევის ეროვნული უნივერსიტეტის მოჰილას აკადემიის პროფესორის, ტარას კუზიოს წიგნის: „Putin’s War against Ukraine: Revolution, Nationalism and Crime” პრეზენტაცია. 

წიგნი ეხება 2014 წლის გაზაფხულზე პუტინის მიერ ყირიმის ანექსიასა და უკრაინის მიმართ სამხედრო აგრესიას, რამაც სათავე დაუდო ევროპის ერთ-ერთ უდიდეს კრიზისს, დასავლური დემოკრატიების პოლიტიკაში ჩარევამ და ჰიბრიდული ომის სხვა ფორმებმა კი რუსეთი და დასავლეთი ახალ „ცივ ომამდე“ მიიყვანა. წიგნში მიმოხილულია რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის შედეგები და მისი გავლენა უკრაინის იდენტობის კონსოლიდაციასა და რუსეთის რბილ ძალაზე. 

პრეზენტაციაზე წიგნის ავტორი ისაუბრებს იმაზე, რატომ ვერ მოიტანს მშვიდობას უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და რატომ გაგრძელდება ომი მანამ, სანამ რუსეთის მიერ უკრაინის აღქმა არ შეიცვლება და პუტინი დარჩება რუსეთის ხელისუფლების სათავეში. 

ავტორის შესახებ

ტარას კუზიო კიევის ეროვნული უნივერსიტეტის მოჰილას აკადემიის პროფესორი და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტის, უმაღლესი საერთაშორისო კვლევების სკოლის მეცნიერ-თანამშრომელია. მას აქვს ალბერტას, ჯორჯ ვაშინგტონის, ტორონტოს უნივერსიტეტებსა და უკრაინაში ნატოს ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ოფისი; ტარას კუზიო 17 წიგნის ავტორია, მათ შორის: „The Sources of Russia’s Great Power Politics: Ukraine and the Challenge to the European Order“ (2018), „Putin’s War Against Ukraine. Revolution, Nationalism, and Crime“ (2017, 2019), „Ukraine. Democratization, Corruption and the New Russian Imperialism“ (2015), „The Crimea: Europe’s Next Flashpoint? (2010), From Kuchmagate to Orange Revolution“ (2009), და „Theoretical and Comparative Perspectives on Nationalism“ (2007).

სამუშაო ენაინგლისური

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A305 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები