ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერა

6 ივნისს, 17.00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (მისამართი: გიორგი წერეთლის 2, „ყოფილი ენციკლოპედიის“ შენობა) გაიმართება კემბრიჯის უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალი, პროექტის „ფრინველის გრიპის ვირუსის ბიოლოგიისა და ფილოგენეტიკის შესწავლა და მასპინძელი სახეობების პოპულაციურ გენეტიკური სტრუქტურის დადგენა“ ფარგლებში.

თანამშრომლობის შეთანხმებას ასევე ხელს მოაწერენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, რიჩარდ გ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია და დიდი ბრიტანეთის ცხოველთა ჯანმრთელობის და ვეტერინარული ლაბორატორიების სააგენტო.

ამ შეთანხმების მიხედვით საქართველოში განხორციელდება კვლევითი პროექტი, რომლის ფოკუსი იქნება ეკოლოგია და ფრინველის გრიპის ევოლუცია.უნივერისტეტების, კვლევითი ცენტრების და ჩართული ორგანიზაციების თანამშრომლები გამოიკვლევენ გარეული ფრინველის როლს ფრინველის გრიპის გავრცელებაში. 3-წლიანი საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად მოხდება ეკოლოგიაზე დაკვირვება და ფრინველის გრიპის ევოლუციის შესწავლა.

გარდა იმისა, რომ მოხდება ფრინველის გრიპზე უკეთესი დაკვირვება რეგიონში, პროექტის შედეგად მოხდება დიაგნოსტიკური და სამეცნიერო ექპერტიზის გაუმჯობესება საქართველოში. პროექტის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგები მაგისტრანტების, ლაბორატორიის თანამშრომლებისა და აკადემიური თანამშრომლებისათვის  თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებაში ინფექციის ანალიზის დროს.  საერთაშორისო სამეცნიერო გრიპის საზოგადოებაში საქართველოს უფრო მეტად ინტეგრირების შედეგად მოხდება ფრინველის გრიპის უფრო სრული შესწავლა.

საქართველოს კვლევისა და განვითარების ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული უნივერისტეტი კემბრიჯის უნივერსიტეტთან ინსტიტუციურ შეთანხმებას აწერს ხელს.

ბანერები