ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

თანამშრომლობის მემორანდუმი საქსტატთან

ღონისძიებები

13 დეკემბერს, 12.00 საათზე, G106 - ე აუდიტორიაში (გ. წერეთლის 2, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. მემორანდუმით, რომელსაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე მოაწერენ ხელს, განისაზღვრება საქსტატსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ძირითადი პრინციპები, რაც უზრუნველყოფს სტატისტიკის მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის დიალოგის წარმოებას.

მემორანდუმის საფუძველზე საქსტატი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს უზრუნველყოფს პერიოდული საინფორმაციო პაკეტებით, შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფები, მოეწყობა შეხვედრები სტუდენტებთან და უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებთან.

მემორანდუმის გაფორმების დასრულების შემდეგ ზაზა ჭელიძე სტუდენტებს გააცნობს საქსტატის საქმიანობას და წაუკითხავს ლექციას სტატისტიკის მნიშვნელობის, სტატისტიკური კვლევების შინაარსისა და პერიოდულობის შესახებ.

ბანერები