ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

თანამშრომლობის მემორანდუმი

ღონისძიებები

10 იანვარს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში G 106 აუდიტორიაში (გ. წერეთლის 2, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალურ რეფერალურ ლაბორატორიასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმს ხელს მოაწერენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის დირექტორი ანა ჟვანია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე.

მემორანდუმი მიზნად ისახავს ბიოუსაფრთხოებისა და ბიოლოგიურ კვლევებში სანდო სამეცნიერო პარტნიორობის განვითარებას, რომელიც გულისხმობს მხარეების მიერ ბიოუსაფრთხოების და ბიოლოგიურ სფეროში კვლევითი წინადადებებისა და სასწავლო პროგრამების მომზადებასა და განვითარებას, ბიოლოგიური კვლევებისა და განათლების განვითარების კოორდინირებასა და ინტელექტუალური, ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების მობილიზების გზით დონორებთან წარსადგენ საერთო პროექტებზე მუშაობას, ასევე საქართველოსა და რეგიონის ინტერესებიდან გამომდინარე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო სისტემის შექმნას.

მემორანდუმის საფუძველზე მხარეები შეადგენენ წლის სამოქმედო გეგმას, მისი განხორციელების გრაფიკს და დანიშნავენ პასუხისმგებელ პირს. შეარჩევენ მუდმივ კადრებს საერთო სამეცნიერო აქტივობებისათვის, ასევე გამოიყენებენ ინტელექტუალურ რესურსებს/აკადემიურ პერსონალს სასწავლო პროგრამების განსავითარებლად, სატრენინგო მასალების მოსამზადებლად, აკადემიური მიმოხილვისთვის, ინსტიტუციური ზედამხედველობისა და სხვა აქტივობების შესამუშავებლად.

 

ბანერები