ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

თანამედროვე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა

ღონისძიებები

24 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა „საქართველოს ბიბლიოთეკის კვირეული - 2012“-ის ფარგლებში გამართავს პრეზენტაციას თემაზე: „თანამედროვე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა“.

პრეზენტაციაზე განხილული იქნება ილიაუნის ბიბლიოთეკაში არსებული რესურსები; სამეცნიერო ელექტრონული ბაზები; ელექტრონული ბიბლიოთეკა; ელექტრონული კატალოგი და სხვ.

პრეზენტაციის პარალელურად გაიმართება რარიტეტული და უნიკალური წიგნების გამოფენა.

მის.: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, G კორპუსი, 106-ე აუდიტორია (ყოფილი ენციკლოპედიის შენობა), გ. წერეთლის 2.

გთხოვთ, მობრძანდეთ.

ბანერები