ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„თანამედროვე ქალაქგეგმარება: გარე ავლაბრის ქალაქმშენებლური განვითარება“ - სალექციო კურსი არქიტექტურის პროგრამის ფარგლებში

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის, არქიტექტურის პროგრამის ფარგლებში ქართველ და გერმანელ ქალაქმგეგმარებელთან და არქიტექტორებთან ერთად მიმდინარეობს სალექციო კურსი თანამედროვე ქალაქგეგმარება: გარე ავლაბრის ქალაქმშენებლური განვითარება“. კურსის ფარგლებში დაგეგმილია ორი ვორკშოპი და საჯარო ლექციები.

2016 წლის, 7-10 აპრილს ჩატარდება პირველი ვორკშოპი, რომელიც მოიცავს სტუდენტების მიერ გარე ავლაბრის კვლევის წარდგენას, ინტენსიურ ლექციებს/კონსულტაციებს გერმანელი კოლეგებისგან, ორ საჯარო ლექციას.

სალექციო კურსის ფარგლებში, არქიტექტურის პროგრამა თანამშრომლობს ორგანიზაციასთან „კამპუსი“ , ბრაუნშვაიგის ტექნიკურ უნივერსიტეტთან და გოეთეს ინსტიტუტთან.

სალექციო კურსსა და ვორკშოპს გაუძღვებიან ქართველი და უცხოელი სპეციალისტები: ზურაბ ბაქრაძე ქალაქმგეგმარებელი, პროფ. დოქტ. ვანესა მირიამ ქარლოუ, დიპლ. ინჟ. ქალაქმგეგმარებელი ფრაუკე ბურგდორფი, მდგრადი განვითარების ურბანიზმის ინსტიტუტის („Institute of Sustainable Urbanism“) ასოცირებული პროფესორი ოლაფ მუმმი.

საჯარო ლექციები - 7-10 აპრილი

ლექცია 1 -100%ქალაქი

დრო: 7 აპრილი, 15:00-18:00 საათი

ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. #1)

თემატიკა: 100% ქალაქი

  • IBA ბერლინი
  • Gleisdreieck (კონკურსი მოქალაქეთა წინასწარი ჩართულობით)
  • უნივერსიტეტი, როგორც ქალაქის აქტორი (ინტერდისციპლინარული მუშაობისა და კვლევის ფორმატები და შედეგები)
  • ქალაქმშენებლობითი/ქალაქსივრცითი ანალიზი

მომხსენებელი: პროფ. დოქტ. ვანესა მირიამ ქარლოუ - ბერლინის არქიტექტორთა საბჭოს წევრი, გერმანიის არქიტექტორთა კავშირის წევრი, დანიის არქიტექტორთა საბჭოს ქალაქმგეგმარებელთა სიის წევრი არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების ბიუროს COBE-ს დამაარსებელი კოპენჰაგენში, არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების ბიუროს COBE Berlin-ის დამაარსებელი ბერლინში, ბრაუნშვაიგის ტექნიკური უნივერსიტეტის (TU Braunschweig) ფარგლებში მდგრადი განვითარების ურბანიზმის ინსტიტუტის (ISU) დამაარსებელი.

ლექცია 2 - უბნის ინტეგრირებული ანალიზი და მისი ინტეგრირებული განვითარება

დრო: 8 აპრილი, 9:30-11:00 საათი

ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. #1)

თემატიკა: უბნის ინტეგრირებული ანალიზი და მისი ინტეგრირებული განვითარება

  • უბნის ინტეგრირებული განვითარება
  • სასაფუძვლო აზრები ქალაქის პროექტებიდან, ქალაქის გარდაქმნისა და სოციალური ქალაქის პროექტებიდან
  • სოციალური სივრცის ანალიზი, როგორც უბნის ინტეგრირებული განვითარების ბაზისი

მომხსენებელი: დიპლ. ინჟ. ქალაქმგეგმარებელი ფრაუკე ბურგდორფი - გერმანიის ქალაქმშენებლობისა და სივრცითი მოწყობის დაგეგმვის აკადემიის წევრი, გერმანიის არქიტექტორთა კავშირის წევრი, ფონდის - Montag Stiftung, Urbane Räume - გამგეობის წევრი

საჯარო ლექციებზე დასწრება თავისუფალია.

დრო: 9 აპრილი, 18:00-20:00 საათი

ადგილმდებარეობა:  გოეთეს ინსტიტუტი (ზანდუკელის ქ. #16)

თემატიკა: პანელური დისკუსია: ინტეგრირებული ქალაქგანვითარების პერსპექტივები თბილისში

მომხსენებლები: გიგლა აგულაშვილი, ფრაუკე ბურგდორფ, ვანესა მ. ქარლოუ, კატარინა შთადლერი, Material Hanter

მოდერატორი: ზურაბ ბაქრაძე

დრო: 10 აპრილი

თემატიკა: 16:00 საათი - პროექტის პრეზენტაცია და დისკუსია შედეგების შესახებ უბნის მოსახლეებთან ერთად
18:00 საათი - ვახშამი ღია და მუსიკა ღია ცის ქვეშ

პროექტის შესახებ სრულად: http://sustainableurbanism.de/blog/tbilissi/#georgian

პროექტის მხარდამჭერები არიან გოეთეს ინსტიტუტი, DAAD და ფრიდრიხ ებერთის ფონდი (FES).
პროექტის პარტნიორები: GeoAir / IARE FEKHIT / Archfolio 
პროექტის მედია პარტნიორები არიან: DESIGNTbilisi / რადიო "შოკოლადი" / კომუნიკატორი / თავისუფლების დილა / ჟურნალი "ინდიგო" / ჟურნალი "ფაბრიკა"/ ARTBooks Cologne.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები