ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

თანაბარი შესაძლებლობების უფლების დაცვის ეროვნული დღე

ღონისძიებები

14 ივნისს თანაბარი შესაძლებლობების უფლების დაცვის ეროვნული დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მთელი კვირის მანძილზე დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. ღონისძიებების მიზანია ინდივიდუალური საჭიროებების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირება.

კვირეულის ფარგლებში გაიმართება შემდეგი ღონისძიებები:

საუნივერსიტეტო შეხვედრები აკადემიურ პერსონალთან, ადმინისტრაციასთან და სტუდენტებთან - „საუბარი ინკლუზიაზე“  

იხილეთ განრიგი-ღონისძიებები ახალციხეში
იხილეთ განრიგი-ღონისძიებები ბათუმში
იხილეთ განრიგი-ღონისძიებები თბილისში

14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, საქართველოს 4 უნივერსიტეტის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯიპა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი) რექტორები ხელს მოაწერენ ინკლუზიის დეკლარაციას, რომელიც ეფუძნება სამ ძირითად გზავნილს „შექმენი გარემო, აღიქვი შესაძლებლობა და განაპირობე განათლება“

დეკლარაციის მიზანია ინკლუზიური განათლების პრაქტიკის დანერგვა და გათვალისწინება უმაღლესი განათლების ყველა ეტაპზე  და სტუდენტებისა და ლექტორების თანამონაწილეობისთვის პირობების უზრუმველყოფა

აღნიშნული ღონისძიება გაიმართება 17:00 საათზე, სასტუმროში „ჰოლიდეი ინი“

•  ღონისძიების დეტალებისთვის იხილეთ პრესრელიზი.

ამავე დღეს, ფართო საზოგადოებისთვის მოეწყობა ღია გამოფენა და ინფორმაციული-საგანმანათლებლო აქტივობები კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ბაღში (გეგეშიძის ბაღი), ილიაუნის თეატრის ეზოში გაიმართება სპექტაკლი „დამბო“.

წიგნის სახლ ლიგამუსში - ფილმ „ტემპელ გრანდინის“ ჩვენება და იმ ორგანიზაციების დაჯილდოება, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გვერდში უდგანან ინდივიდუალი საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის საზოგადოებაში ინტეგრირების მიზნით პროგრამების განხორციელების საქმეში.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

ბანერები