ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

თამაზ თოხაძის წიგნის „უთანხმოება და მტკიცებულება“ პრეზენტაცია „ლიგამუსში“

ღონისძიებები

8 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება თამაზ თოხაძის წიგნის „უთანხმოება და მტკიცებულება“ პრეზენტაცია.

წიგნს წარადგენს ავტორი, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი თამაზ თოხაძე.

სპიკერები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ცხადაძე

სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი, დოქტორი თამარ ცოფურაშვილი

ადამიანს რწმენის ჩამოყალიბება და შენარჩუნება ხშირად ისეთ პირობებში უწევს, როცა იცის, რომ ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილი არ ეთანხმება. როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ სიტუაციაში?გონივრულია თუ არა, რომ სადავო საკითხებზე მყარი პოზიცია გქონდეს?

ეს წიგნი უთანხმოების შესახებაა. მისი ცენტრალური კითხვა უთანხმოების ეპისტემურ ღირებულებას ეხება: რა როლს უნდა ასრულებდეს უთანხმოების აღმოჩენა ადამიანის მოსაზრებების ფორმირებასა და კორექციაში?

ნაშრომის მთავარი არგუმენტი ეპისტემური თავმდაბლობის აუცილებლობას ამტკიცებს. იმ თვალსაზრისის მიხედვით, რომელსაც ავტორი იცავს, ადამიანს კვალიფიციურ და კომპეტენტურ პირთან უთანხმოება უნდა უბიძგებდეს იმისკენ, რომ ნაკლებად იყოს დარწმუნებული სადავო პოზიციების სიმართლეში, ვიდრე უთანხმოების ფაქტის გამოაშკარავებამდე იყო.

მომხსენებლის შესახებ

თამაზ თოხაძეს დამთავრებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, შემდეგ – ტარტუს უნივერსიტეტის ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამა. ამჟამად სასექსის უნივერსიტეტის ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის კანდიდატია.

 
დრო: 8 ნოემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

2018

 

 

ბანერები