ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

თამარ ლომიძის საჯარო ლექცია „ნეოპლატონიზმი და ქართული სახოტბო პოეზია“

ღონისძიებები

პირველ აპრილს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი გიწვევთ შედარებითი ლიტერატურის საღამოზე. დოქტორი თამარ ლომიძე წაიკითხავს მოხსენებას: „ნეოპლატონიზმი და ქართული სახოტბო პოეზია“.

მომხსენებელი პირველად განიხილავს ისეთ პრობლემას, როგორიცაა ნეოპლატონიზმის ფილოსოფიის ზეგავლენა XII საუკუნის ქართულ ლიტერატურულ ძეგლზე – ჩახრუხაძის სახოტბო პოემა „თამარიანზე“. მომხსენებელი გააანალიზებს „თამარიანის“ ფორმას, რომელიც (ისევე, როგორც, საზოგადოდ, ყოველგვარი ლექსითი ტექსტების ფორმა) წაკითხვადია და ძალზე ინფორმაციულიც. სწორედ „თამარიანის“ ბგერითი ორგანიზაციის ანალიზი იძლევა დასკვნის გამოტანის საშუალებას, რომ პოემის სტრუქტურასა და მის სპეციფიკურ ფორმალურ ნიშან-თვისებებში ნამდვილად შეინიშნება ნეოპლატონიზმის ფილოსოფიის ზეგავლენა. ლექციაზე ასევე განხილული იქნება ნეოპლატონური ფილოსოფიის განვითარების ძირითადი ტენდენციები და ნეოპლატონიკოს ფილოსოფოსთა ენა და სტილი, რომლებიც მნიშვნელოვანწილად ენათესავება ჩახრუხაძის პოემის ენასა და სტილს. „თამარიანის“ კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები განამტკიცებს ქართულ მეცნიერებაში გამოთქმულ შეხედულებას მე-12 საუკუნის ქართულ ლიტერატურაზე, მათ შორის „ვეფხისტყაოსანზე“, ნეოპლატონიზმის ფილოსოფიის ზეგავლენის შესახებ.

დრო: 1-ლი აპრილი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები