ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

თამარ აზმაიფარაშვილის საჯარო ლექცია: ფსიქოანალიზის კლინიკური ასპექტები - პროცესი და ტექნიკა

ღონისძიებები

15 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, შეხვედრების სერიის - ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში - ფარგლებში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ საჯარო ლექციაზე - ფსიქოანალიზის კლინიკური ასპექტები - პროცესი და ტექნიკა. ლექციას გაუძღვება საქართველოს ფსიქოანალიტიკოს ფსიქოთერაპევტთა საზოგადოების წევრი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი თამარ აზმაიფარაშვილი. ლექციაზე განხილული იქნება ფსიქოანალიტიკური მკურნალობის ძირითად კომპონენტები, ფსიქოანალიტიკურ ტექნიკა და მისი პრაქტიკულ გამოყენება - რა ხდება ფსიქოანალიტიკურ სეანსზე? რაში მდგომარეობს პაციენტის, ფსიქოანალიტიკოსის და მათი ურთიერთდამოკიდებულების წვლილი ამპროცესში?

დრო: 15 აპრილი, 19:00 საათი 
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლის ”ლიგამუსი”

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები