ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

თაის ვან ბაარსელის მასტერ-კლასები

ღონისძიებები

პარასკევს, 25 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის საკონცერტო დარბაზში ბაროკოს ეპოქის მუსიკის სპეციალისტი თაის ვან ბაარსელი (ნიდერლანდების სამეფო)  ჩაატარებს მასტერ-კლასს. მასტერ-კლასში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტი ელისაბედ მამრაძე და დოქტორანტები ნათია ბერაია და დაჩი თაქთაქიშვილი.

თაის ვან ბაარსელი ბლოკ-ფლეიტისა და ადრინდელი მუსიკის სპეციალისტია. ის წლების მანძილზე ჟენევის კონსერვატორიის, ბრნოს უნივერსიტეტისა და ავსტრიის ფელდრიხ კონსერვატორიის ლექტორია. უკანასკნელი 25 წლის მანძილზე თაის ვან ბაარსელი მასტერ-კლასებს ატარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ავსტრიაში, გერმანიაში, ესპანეთში, შვეიცარიაში, ჩეხეთსა და სამხრეთ კორეაში.

წელს თაის ვან ბაარსელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუმარია და ჩამოსულია ბაროკოს პერიოდის საკრავებზე ლექციებითა და უნივერსიტეტის სტუდენტებთან მასტერ-კლასების ჩასატარებლად. 

ბანერები