ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

”სწრაფი ფულადი გზავნილების ბაზარი” - პრეზენტაცია

ღონისძიებები

22 თებერვალს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (G 106 აუდიტორია, გ. წერეთლის 2, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) შედგება „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მიერ მომზადებული კვლევის "საქართველოს სწრაფი ფულადი გზავნილების ბაზარი – 2011 წელი’’ პრეზენტაცია.
 
კვლევა დაეყრდნო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ 2010 და 2011 წლების ოფიციალურ მონაცემებს. გამოკვლეულ იქნა საქართველოში ჩარიცხვებისა და საქართველოდან გადარიცხვების მაჩვენებლები ქვეყნების, ქვეყნების ჯგუფის და საერთაშორისო საფინანსო სისტემების მიხედვით.
 
კვლევაში გაანალიზებულია ფულადი გზავნილების დინამიკა წლების და ძირითადი დონორი ქვეყნების მიხედვით, ასევე მკაფიოდ ჩანს საქართველოდან ემიგრირებული ადამიანების განაწილება ქვეყნების მიხედვით.
 
კვლევამ აჩვენა, რამდენად ახდენს გავლენას ევროპულ ქვეყნებში მიმდინარე კრიზისი ქართველი ემიგრანტების შემოსავლებზე, მოსალოდნელია თუ არა ამ ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების შემცირება, საინტერესოა თურქეთთან გამოკვეთილი სურათი იმ ფონზე როცა ქართველებისთვის სამუშაო პირობები მკაცრდება. საინტერესო ტენდენციები იკვეთება აზიურ და ლათინოამერიკულ ქვეყნებთან მიმართებაში.
 
გამოიკვეთა ქვეყნები, საიდანაც გზავნილების ზრდის და შემცირების ყველაზე მაღალი ტემპები დაფიქსირდა, ასევე ქვეყნები, სადაც საქართველოდან გადარიცხული თანხები აღემატება ჩარიცხულ თანხებს.
 
გამოკვლეულ იქნა სწრაფი ფულადი გზავნილების ბაზარზე მოქმედი 15–მდე საფინანსო სისტემა, მათი წილები ბაზარზე, განვითარების დინამიკა და ტარიფები, რომელი სისტემით არის მომხმარებლისთვის ყველაზე ხელსაყრელი საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილების განხორციელება.
 
„ილიუნი ბიზნეს რევიუ“ მზადდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევრების მიერ.

ბანერები