ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სუპერმარკეტების ბაზრის კვლევა

ღონისძიებები

8 თებერვალს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში G 106 -ე აუდიტორიაში (ყოფილი ენციკლოპედიის შენობა, გ. წერეთლის 2)  შედგება „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მიერ მომზადებული თბილისის სუპერმარკეტების კვლევის ანალიზის პრეზენტაცია.

კვლევა მიზნად ისახავდა თბილისში მოქმედ სუპერმარკეტებში სხვადასხვა პროდუქტზე ფასების დადგენას და შედარებით ანალიზს. გამოვლინდა ყველაზე დაბალი და ყველაზე მაღალი ფასების მქონე სუპერმარკეტები.

კვლევის ობიექტად შერჩეულ იქნა როგორც ქსელური, ისე სხვა მსხვილი სუპერმარკეტები, მათ შორის: გუდვილი, იოლი გასტრონომია, პოპული, ბიგბენი, ზემელი, იბისი, კონტინენტალი, Express Group. გამოსაკვლევად შეირჩა სამომხმარებლო კალათაში შემავალი 20 დასახელების პროდუქტი.

კვლევის შედეგების მიხედვით: „იაფიან სუპერმარკეტებში“ საშუალო შემოსავლების მქონე ოჯახი ერთი თვის განმავლობაში მკვლევრების  მიერ შერჩეულ პროდუქტებს გარკვეული რაოდენობით შეიძენს, იმავე რაოდენობით იმავე პროდუქციაში ე.წ. „ყველაზე ძვირიან“ სუპერმარკეტებში 33,3%-ით მეტის გადახდა მოუწევს. თუ გავითვალისწინებთ, რომ სუპერმარკეტებში ასეთ ოჯახს თვეში საშუალოდ 60 დასახელების პროდუქტის შეძენა უწევს, შესაბამისად, აბსოლუტურ მოცულობაში, ძვირ პროდუქციაში „ძვირიან სუპერმარკეტებში“ ზედმეტად გადახდილი თანხის მოცულობა სამმაგდება.“

ბანერები