ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

SUMO რობოტების შეჯიბრი 2024

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი საქართველოს რობოტიკის ასოციაციასთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი” ფარგლებში 1-ელ  ივნისს გამართავს  SUMO რობოტების შეჯიბრებას. 

SUMO რობოტების შეჯიბრებაში მონაწილეობის პირობები:

  • შეჯიბრებაში მონაწილეობა შეუძლია 16 წელს ზემოთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც სურს მონაწილეობა და აქვს შესაბამისი აღჭურვილობა. შეჯიბრებაზე დაიშვება სტუდენტური და  სასკოლო გუნდებიც.
  • გასათვალისწინებელია, რომ ყველა დავალებას რობოტი უნდა ასრულებდეს დამოუკიდებლად, პროგრამული კოდის გამოყენებით. დაუშვებელია შეჯიბრების დროს მონაწილემ რობოტი დისტანციურად მართოს.
  • პროექტში მონაწილეობა უფასოა, თუმცა პროექტი არ ფარავს მონაწილეთა ტრანსპორტირების ხარჯებს ღონისძიების ადგილამდე და უკან. 

Sumo რობოტის სპეციფიკაციები

  • დაშვებულია მხოლოდ 1-3 კგ-ის წონის რობოტები, რომლებიც ჩაეტევა 20x20 სმ ყუთში.

დეტალური ინფორმაციისთვის კატეგორიების წესები იხილეთ ვებგვერდზე.

მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსოს არაუგვიანეს 2024 წლის 13 მაისისა.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/4azUZpZ

გუნდების შერჩევის პროცესი მოიცავს ორ ეტაპს: პირველ ეტაპზე სააპლიკაციო ფორმის შერჩევის შემდეგ რეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ საინფორმაციო მეილს, Მეორე ეტაპზე გადამოწმდება შერჩეული გუნდების რობოტები და საბოლოო დასტურის შემდეგ მოემზადებიან შეჯიბრების დღისთვის.

ღონისძიების ადგილმდებარეობა: თბილისი

დამატებითი ინფორმაციისთვის:

 2024
ბანერები