ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სტუმრები ვენის უნივერსიტეტიდან

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრად ეწვევიან ვენის უნივერსიტეტის გერმანისტიკის ინსტიტუტის პროფესორები ქალბატონი ულრიკე ედერი და ბატონი ვერნერ ტიტელბახი, რომლებიც 24 აპრილს, 15.00  სთ-ზე, ავსტრიულ ბიბლიოთეკაში (ქ. ჩოლოყაშვილის  3/5, ილიაუნის ავსტრიული ბიბლიოთეკა, H 104) წაიკითხავენ მოხსენებებს შემდეგ თემებზე:
უ. ედერი: „ავსტრიული საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა გერმანულის როგორც უცხოური ენის სწავლების პროცესში“.
ვ. ტიტელბახი: „იდენტობა და თვითკონსტრუქცია“.

სამუშაო ენა: გერმანული

დასწრება თავისუფალია.

ბანერები