ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სტუდენტური ვორკშოპი „ესთეტიკა და პოლიტიკა“

ღონისძიებები

23 მაისს, 11:00-დან 20:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, ჩატარდება ადგილობრივი სტუდენტური ვორკშოპი თემაზე – „ესთეტიკა და პოლიტიკა“. ვორკშოპში მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო სასწავლო პროგრამების სტუდენტები.

ესთეტიკა და პოლიტიკა იმდენადაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული, რამდენადაც ერთმანეთისგან განსხვავდება. ერთსა და იმავე მოვლენასა თუ ფენომენს ესთეტური განზომილებაცა აქვთ და პოლიტიკურიც. ისინი პარალელური სფეროებია, რომლებიც ხან იკვეთებიან, ხან არა. ზოგი ფილოსოფოსი პოლიტიკის ესთეტიზაციის საფრთხეზე ლაპარაკობს, ზოგიც - მის აუცილებლობაზე.

ვორკშოპის მიზანია ესთეტიკის და პოლიტიკის ერთ სადისკუსიო სივრცეში შემოტანა და კლასიკური თუ თანამედროვე ტექსტების ინტერპრეტაციის მეშვეობით ამ სააზროვნო სფეროებზე რეფლექსია.

ვორკშოპის სრული პროგრამა იხილეთ აქ.

დრო: 23 მაისი, 11:00-20:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები