ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები

ღონისძიებები

2 დეკემბერს, 09:00 – 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას: როგორც ბაკალავრებს, ასევე მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.

არჩევნებზე ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე. საარჩევნო უბნები განლაგებულია ფაკულტეტებისა და კურსების მიხევით.

ხმის მიცემა შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:

ბიზნესის ფაკულტეტის პირველ და მეორე კურსელთათვის - A 101
ბიზნესის ფაკულტეტის მესამე და მეოთხე კურსელთათვის - E 403
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პირველ და მეორე კურსელთათვის - C 320
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მესამე და მეოთხე კურსელთათვის - C 304
სამართლის ფაკულტეტის პირველ და მეორე კურსელთათვის - C 420
სამართლის ფაკულტეტის მესამე და მეოთხე კურსელთათვის - E 303
სპორტისა და საინჟინრო ფაკულტეტების სტუდენტები ხმას მისცემენ - E 217.

საარჩევნო კომისია დაკომპლექტებულია არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებით. კომისიის თავმჯდომარე - ბიძინა ჟორდანია (არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ეკონომისტთა კლუბი”).

სტუდენტები თვითმმართველობის წევრებს ირჩევენ 2 წლის ვადით. არჩევნების შედეგები ცნობილი გახდება არჩევნების ჩატარებიდან 3 დღის ვადაში.

ბანერები