ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სტუდენტური შეჯიბრი Red Bull Gravity Challenge

ღონისძიებები

30 ივნისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F კორპუსის ეზოში გაიმართება სტუდენტური შეჯიბრი Red Bull Gravity Challenge. მონაწილე გუნდები შეეცდებიან, დაამარცხონ ნიუტონის კანონი და 12 მეტრისსიმაღლიდან კვერცხი ისე გადმოაგდონ, რომ მიწაზე უვნებლად დაეშვას.

გუნდების რეგისტრაცია: http://win.gs/gravity16

შეჯიბრის მიზანია ნიჭიერი და კრეატიული სტუდენტების აღმოჩენა, რომლებიც თავიანთ ორიგინალურობას და გამომგონებლობას კვერცხის საფრენი კონსტრუქციების შექმნით გამოავლენენ.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებს ევალებათ, ჩამოაყალიბონ სამკაციანი გუნდი, მოიფიქრონ საფრენი კონსტრუქცია, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 კილოგრამს და 1 კუბურ მეტრს (1X1X1 მ),სადაც განათავსებენ კვერცხს ისე, რომ 12 მეტრის სიმაღლიდან გადმოგდებისას არ დაზიანდეს.

კონსტრუქციებში დაუშვებელია მექანიკური, ელექტრო, შუშის, ზეთის, ფეთქებადი და ქიმიური ნივთიერებების გამოყენება.

მონაწილე გუნდებს ჟიური შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმებით: 

  • კვერცხი მიწაზე უვნებლად უნდა დაეშვას;
  • კვერცხი აუცილებლად უნდა შეეხოს მიწას;
  • კვერცხი უნდა დაეშვას წინასწარ განსაზღვრულ ადგილას;
  • გუნდის კრეატიულობა, საფრენი კონსტრუქციის, გაფრენის/დაშვების ორიგინალურობა.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები